„ვაშინგტონ ჯგუფი“ - ვრცელი კითხვარი ფუნქციონირების შესახებ



„ვაშინგტონ ჯგუფი“ - ვრცელი კითხვარი ფუნქციონირების შესახებ

„ვაშინგტონ ჯგუფი“  სტატისტიკის კომისიის არაფორმალური საკონსულტაციო ჯგუფია გაეროში. ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით  სტატისტიკის ეროვნული სამსახურების წარმომადგენლებთან,   სხვადასხვა საერთაშორისო უწყებასთან და ექსპერტებთან ერთად მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვებისთვის მეთოდების გაუმჯობესებისთვის. საერთაშორისო უწყებებსა  და ექსპერტებს კი   გაეროსა და  ორმხრივი დახმარების სააგენტოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები და მკვლევარები წარმოადგენენ.

 

ვაშინგტონ ჯგუფის (WG) შექმნის ნებართვა 2001 წლის ივნისში ნიუ-იორკში გამართული შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების საერთაშორისო სემინარზე ამ პირთა სტატისტიკური მონაცემების შეგროვბასთან დაკავშირებული საკითხების  გადასაწყვეტად, გაეროს სტატისტიკის ეროვნულმა კომისიამ გასცა.მხარეებს შორის მიღწეული  კონსენსუსით, სემინარის მონაწილეებმა ერთხმად აღიარეს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მონაცემების შესადარებლად აუცილებელი იყო საერთაშორისო მასშტაბით   სტატისტიკური და მეთოდოლოგიური სამუშაოს ჩატარება.   

 

ამ საკითხების გადასაწყვეტად ჯგუფი ყოველწლიურად იკრიბება. შეხვედრებს შორის კი სამუშაო ჯგუფებში საჭირო ინსტრუმენტების შემუშავება და გამოცდა ხდება.  ჯგუფს უკვე შექმნილი და გამოცდილი აქვს შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომლებიც შემუშავებულია  ქვეყნებისა და საერთაშორისო სააგენტოების მიერ. ინსტუმენტებს შორის ყველაზე  ცნობილია მოკლე  ექვსკითხვიანი ანკეტა. ანკეტაში დასმული  კითხვების გამოყენებით შესაძლებელია როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთობლიობის განსაზღვრა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესაბამისად  აქტივობის შედეგების ინდიკატორების ჩამოშლაც, აღნიშნული აქტივობა  მდგრადი განვითარების მიზნებშიც გვხვდება.

ვაშინგტონის ჯგუფი სხვა არაფორმალური საკონსულტაციო ჯგუფების მსგავსად,  წარმომადგენლებს სტატისტიკის  საერთაშორისო სააგენტოებიდან იწვევს,  რათა მათ შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული სტატისტიკურ მეთოდებში არსებული პრობლემები გადაჭრან.

 

ამჟამად  ჯგუფი 135 ქვეყანის წამომაგენელს აერთიანებს. ჯგუფში შედის რამდენიმე საერთაშორისო  და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციაც.

 

ტესტირების მეთოდოლოგია:

 

შეზღუდული შესაძლებლობა კომპლექსური და დინამიკური პროცესია,ეს კი მონაცემების მოპოვების თვალსაზრისით. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. დროთა განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის განმარტება  შეიცვალა და ამჟამად იგი  ფუნქციური შეზღუდვის (ძირითადი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეები) მქონე პირისა და არაადაპტირებული გარემოს ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბდა, რაც  საზოგადოებრივ ცხოვრებაში არასრულფასოვან მონაწილეობის შესაძლებლობას იწვევს. სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად  შესაბამისად, აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის ყველა ასპექტის შესახებ, ვრცელი და დეტალური მონაცემის მოპოვება.  მაგალითად, სხეულის აგებულება და მისი ფუნქცია, აქტივობების სრული სპექტრის ფარგლებში  ინდივიდუალური ფუნქციური შესაძლებლობები, ინდივიდის საცხოვრებელი გარემოს ყველა ასპექტის (ფიზიკური, კულტურული, სამართლებრივი)  აღწერა და სოციალურ როლებში მონაწილეობის სრული სპექტრი,  (მაგ. სამსახური, სკოლა, სოციალური ინტერაქცია, საზოგადოებაში ჩართულობა, სამოქალაქო მონაწილეობა)  ეს კი პრაქტიკულად შეუძლებელია და ხშირ შემთხვევაში არც არის საჭირო. შეზღუდული შესაძლებლობების ჩარჩოს სხვადასხვა კომპონენტთან შესაძლებელია სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება.

 

ტესტირების მიზანია:

•           განისაზღვროს, დანიშნულების შესაბამისად ხდება თუ არა კითხვების ინტერპრეტაცია. ანუ, ხდება თუ არა  შერჩეული ფუნქციური სფეროების მნიშვნელოვან ასპექტებზე ინფორმაციის მოპოვება. 

 

•           განისაზღვროს, ხდება თუ არა სხვადასხვა ქვეყანაში კითხვების თანმიმდევრული ინტერპრეტაცია.

 

•           მიღებული  იქნას  ალტერნატიული გავრცელების ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია.

 

ორი ძირითადი სახის ტესტირება არსებობს:

 

კოგნიტური - პირდაპირ შეისწავლის, თუ როგორ ახდენენ ადამიანები კითხვების ინტერპრეტირებას. .ჩვეულებრივ, კითხვების გასაუმჯობესებლად კოგნიტური ტესტირება დასაწყისშივე ხორციელდება.

საველე – მოქმედებისას როგორ მუშაობს კითხვები? რა კავშირია  სხვადასხვა კითხვაზე გაცემულ პასუხებს შორის? საველე ტესტები  მოქმედების გასაუმჯობესებლად ტარდება.

 

 

ტესტირების მიზნები:

 

•           განისაზღვროს, არსებობს თუ არა ერთი, ზოგადი კითხვა სხვადასხვა  სფეროს წარმომადგენლებისთვის

•           განისაზღვროს იძლევა თუ არა კითხვები სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ინფორმაციის შედარების საშუალებას.

•           განისაზღვროს, ვაშინგტონის ჯგუფის  ერთიანი კითხვარი თუ როგორ მუშაობს  სხვადასხვა  ქვეყნის მიერ გამოყენებულ სხვა კითხვებთან შედარებით

•           განისაზღვროს, სხვადასხვა ენებზე თანმიმდევრულად ხდება თუ არა კითხვების ინტერპრეტირება

 

პრეამბულა კითხვარისთვის (WG ES-F):

კვადრატულ   ფრჩხილებში [ ] ჩასმული ტექსტის გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის/მკვლევარი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით.

 

ინტერვიუერი, კითხულობს: “ახლა დაგისვამთ რამდენიმე [დამატებით] კითხვას სხვადასხვა აქტივობის შესრულების შესაძლებლობისა და იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობდით თავს. [მართალია, ამ კითხვებიდან ზოგიერთი ჰგავს იმ კითხვებს, რომლებსაც უკვე უპასუხეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს კითხვა   დაისვას.]“

 

მხედველობა

 

                  [ატარებთ/ატარებს] [თქვენ/ის] სათვალეს?

 

1. დიახ

2. არა

3. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

4. არ ვიცი

 

     [გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას] დანახვა, [თუ VIS_1 = 1: მაშინაც კი, როდესაც [ატარებთ/ატარებს] სათვალეს]? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. არ მიჭირს

2. მაქვს გარკვეული სირთულე

3. ძალიან მიჭირს

4. საერთოდ  ვერ  ვიკეთებ / არ შემიძლია

5. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

6. არ ვიცი

 

[შენიშვნა: ეს არის პირველი კითხვა WG-ის მოკლე კითხვარში.]

 

 

არასავალდებულო კითხვები მხედველობის შესახებ:

 

              [გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას] ადამიანის სახის მკაფიოდ  დანახვა ოთახის ბოლოში [თუ VIS_1 = 1: იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც [ატარებთ/ატარებს] სათვალეს]?  იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. არ მიჭირს

2. მაქვს გარკვეული სირთულე

3. ძალიან მიჭირს

4. საერთოდ  ვერ  ვხედავ / არ შემიძლია

5. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

6. არ ვიცი

 

             [გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას] მონეტაზე არსებული გამოსახულების მკაფიოდ დანახვა [ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც [ატარებთ/ატარებს] სათვალეს]?  იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]?

 

1. არ მიჭირს

2. მაქვს გარკვეული სირთულე

3. ძალიან მიჭირს

4. საერთოდ ვერ ვხედავ / არ შემიძლია

5. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

6. არ  ვიცი

 

[შენიშვნა: ქვეყნებს შეუძლიათ “მონეტაზე არსებული გამოსახულება” ჩაანაცვლონ სხვა ეკვივალენტური  ტერმინით.]

 

სმენა

      [იყენებთ/იყენებს] [თქვენ/ის] სმენის აპარატს?

 

1. დიახ

2. არა

3. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

4. არ ვიცი

 

 

[გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას]  გაგონება, [ მაშინაც კი, როდესაც იყენებთ/იყენებს სმენის აპარატ(ებ)ს]? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ   სავარაუდო პასუხები]

 

1. არ მიჭირს

2. მაქვს გარკვეული სირთულე

3. ძალიან მიჭირს

4. საერთოდ   ვერ  ვიგებ / არ შემიძლია

5. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

6. არ ვიცი

 

[შენიშვნა: ეს არის მე-2 კითხვა WG-ის მოკლე კითხვარში.]

 

 

 

არასავალდებულო კითხვები სმენის შესახებ:

   რამდენად   ხშირად [იყენებთ/იყენებს] [თქვენ/ის] სმენის აპარატ(ებ)ს? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. მუდმივად

2. ზოგჯერ

3. იშვიათად

4. არასოდეს

5. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

6. არ ვიცი

 

[გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას] საუბრის შინაარსის გაგება, როდესაც ოთახში, სადაც სიჩუმეა, კიდევ ერთი ადამიანია? [მაშინაც კი, როდესაც იყენებთ/იყენებს სმენის აპარატ(ებ)ს]?  იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. არ მიჭირს

2. მაქვს გარკვეული სირთულე

3. ძალიან მიჭირს

4. საერთოდ  ვერ  ვიგებ / არ შემიძლია

5. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

6. არ ვიცი

 

  [გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას]  საუბრის შინაარსის გაგება, როდესაც შედარებით  უფრო ხმაურიან ოთახში კიდევ ერთი ადამიანია? [ მაშინაც კი, როდესაც იყენებთ/იყენებს სმენის აპარატ(ებ)ს]?  იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. არ მიჭირს

2. მაქვს გარკვეული სირთულე

3. ძალიან მიჭირს

4. საერთოდ  ვერ   ვიგებ / არ შემიძლია

5. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

6. არ ვიცი

 

მობილობა

 

 [გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას] სიარული ან კიბეზე ასვლა? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. არ მიჭირს

2. მაქვს გარკვეული სირთულე

3. ძალიან მიჭირს

4. საერთოდ  ვერ  ავდივარ / არ შემიძლია

5. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

6. არ ვიცი

 

[შენიშვნა: ეს არის მე-3 კითხვა WG-ის მოკლე კითხვარში.]

 

 [იყენებთ/იყენებს] [თქვენ/ის] რაიმე მოწყობილობას ან იღებთ დახმარებას გადასაადგილებლად?

 

1. დიახ

2. არა (გადადით MOB_4-ზე.)

3. პასუხის გაცემაზე უარის თქმა (გადადით MOB_4-ზე.)

4. არ ვიცი (გადადით MOB_4-ზე.)

 

 [იყენებთ/იყენებს] [თქვენ/ის] ქვემოთ  ჩამოთვლილთაგან  რომელიმეს?

 

ინტერვიუერი: წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული სია და მონიშნეთ ყველა დადებითი პასუხი:

 

 

 

1. დიახ

2. არა

7. პასუხზე უარი

9 არ ვიცი

A.

ხელჯოხი

 

 

 

 

B.

ჭოჭინა

 

 

 

 

C.

ყავარჯნები

 

 

 

 

D.

შშმ პირის ეტლი ან ეტლი-სკუტერი

 

 

 

 

E.

პროთეზი (ხელი/ფეხი)

 

 

 

 

F.

დახმარება

 

 

 

 

G.

სხვა (გთხოვთ დააკონკრეტოთ):

 

 

 

 

 

 

MOB_4           [გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას] 100 მეტრის გავლა სწორ გზაზე, რაც დაახლოებით ფეხბურთის ერთ მოედანს ან ქალაქის ერთ  კვარტალს უდრის [თუ MOB_2 = 1: დამხმარე საშუალების გამოყენების გარეშე]? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

 

1. არ მიჭირს

2. მაქვს გარკვეული სირთულე

3. ძალიან მიჭირს

4. საერთოდ   ვერ  დავდივარ / არ შემიძლია (გადადით MOB_6-ზე.)

5. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

6. არ ვიცი

 

[შენიშვნა: გამოიყენეთ 100 მეტრის თქვენი ქვეყნისთვის შესაფერისი ეკვივალენტები.]

 

MOB_5          [გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას] ნახევარი კილომეტრის გავლა სწორ გზაზე, რაც დაახლოებით  ხუთ  საფეხბურთო მოედანს ან ქალაქის ხუთ  კვარტალს უდრის [თუ MOB_2 = 1: დამხმარე საშუალების გამოყენების გარეშე]?  იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. არ მიჭირს

2. მაქვს გარკვეული სირთულე

3. ძალიან მიჭირს

4. საერთოდ ვერ  დავდივარ / არ შემიძლია

5. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

6. არ ვიცი

 

[შენიშვნა: გამოიყენეთ 500 მეტრის თქვენი ქვეყნისთვის შესაფერისი ეკვივალენტები.]

 

MOB_6           [გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას] კიბის 12 საფეხურზე ასვლა ან ჩასვლა?  იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. არ მიჭირს

2. მაქვს გარკვეული სირთულე

3. ძალიან მიჭირს

4. საერთოდ  ვერ ავდივარ/ჩავდივაარ / არ შემიძლია

5. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

6. არ ვიცი

 

თუ MOB_2 = 2 “არა”, გადადით შემდეგ ნაწილზე.

თუ MOB_3 = D “შშმ პირის ეტლი”, გადადით შემდეგ ნაწილზე.

 

 

MOB_7           [გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას] 100 მეტრის გავლა სწორ გზაზე, რაც დაახლოებით ხუთ საფეხბურთო მოედანს ან ქალაქის ხუთ კვარტალს უდრის, როდესაც [იყენებთ/იყენებს] დამხმარე საშუალებას? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. არ მიჭირს

2. მაქვს გარკვეული სირთულე

3. ძალიან მიჭირს

4. საერთოდ  ვერ  გავდივარ / არ შემიძლია  (გამოტოვეთ MOB_8)

5. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

6. არ ვიცი

 

MOB_8          [გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას] ნახევარი კილომეტრის გავლა სწორ გზაზე, რაც დაახლოებით   ხუთ  საფეხბურთო   მოედანს ან ქალაქის ხუთ კვარტალს უდრის, როდესაც [იყენებთ/იყენებს] დამხმარე საშუალებას? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. არ მიჭირს

2. მაქვს გარკვეული სირთულე

3. ძალიან მიჭირს

4. საერთოდ  ვერ გავდივარ  / არ შემიძლია

6. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

7. არ ვიცი

 

კომუნიკაცია

როდესაც ჩვეულებრივად [მეტყველებთ/მეტყველებს] [გიჭირთ/უჭირს] კომუნიკაცია, მაგალითად    გაგება ან გაგებინება? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. არ მიჭირს

2. მაქვს გარკვეული სირთულე

3. ძალიან მიჭირს

4. საერთოდ  ვერ ვაგებინებ/ვიგებ / არ შემიძლია

5. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

6. არ ვიცი

 

[შენიშვნა: ეს არის მე-6 კითხვა WG-ის მოკლე კითხვარში.] COM_2          [იყენებთ/იყენებს] [თქვენ/ის] ჟესტურ ენას?

1. დიახ

2. არა

3. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

4. არ ვიცი

 

კოგნიტურობა (მეხსიერება)

  [გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას] გახსენება ან კონცენტრირება? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. არ მიჭირს

2. მაქვს გარკვეული სირთულე

3. ძალიან მიჭირს

4. საერთოდ   ვერ ვიხსნებ/ ვკონცენტრირდები / არ შემიძლია

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

 

[შენიშვნა: ეს არის მე-4 კითხვა WG-ის მოკლე კითხვარში.]

 

არასავალდებულო კითხვები კოგნიციის შესახებ:

  [გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას] გახსენება, კონცენტრირება ან ერთიც და მეორეც?

იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. მხოლოდ გახსენება მიჭირს

2. მხოლოდ კონცენტრირება მიჭირს (გადადით შემდეგ ნაწილზე)

3. მიჭირს გახსენებაც და კონცენტრირებაც

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

რამდენად ხშირად [გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას] გახსენება? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. ზოგჯერ

2. ხშირად

3. მუდმივად

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

 

  [გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას] რამდენიმე რამის გახსენება, ბევრი რამის გახსენება თუ თითქმის ყველაფრის გახსენება? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. რამდენიმე რამის

2. ბევრი რამის

3. თითქმის ყველაფრის

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

 

 

საკუთარ  თავზე ზრუნვა

  [გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას] საკუთარ თავზე ზრუნვა, მაგალითად   დაბანა ან ჩაცმა? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. არ მიჭირს

2. მაქვს გარკვეული სირთულე

3. ძალიან მიჭირს

4. საერთოდ   ვერ   ვახერხებ  / არ შემიძლია

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

 

[შენიშვნა: ეს არის მე-5 კითხვა WG-ის მოკლე კითხვარში.]

 

სხეულის წელზედა ნაწილი

    [გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას] 2-ლიტრიანი წყლის ან გაზიანი სასმელის ბოთლის წელის დონიდან თვალის დონემდე აწევა? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. არ მიჭირს

2. მაქვს გარკვეული სირთულე

3. ძალიან მიჭირს

4. საერთოდ ვერ  ვწევ / არ შემიძლია

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

  [გიჭირთ/უჭირს] [თქვენ/მას] ხელებისა და თითების გამოყენება, მაგალითად მცირე საგნების, ვთქვათ ღილის ან ფანქრის აღება, ან კონტეინერის/ბოთლის გახსნა და დახურვა? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. არ მიჭირს

2. მაქვს გარკვეული სირთულე

3. ძალიან მიჭირს

4. საერთოდ ვერ  ვიყენებ / არ შემიძლია

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

 

აფექტი

(შფოთვა და დეპრესია)

ქვეყნის გადაწყვეტილებით წარმომადგენლებს შესაძლოა არ დაუსვან კითხვები ამ ნაწილიდან.

 

ინტერვიუერი: თუ რესპონდენტი  გკითხავთ უნდა უპასუხოს თუ არა ემოციური მდგომარეობის შესახებ კითხვებს განწყობის მარეგულირებელი მედიკამენტების მიღების შემდეგ, თქვით: „გთხოვთ, უპასუხეთ იმ მედიკამენტის ეფექტის  შესაბამისად, რომელსაც [თქვენ იღებდით/ის იღებდა].”

 

რამდენად ხშირად [გრძნობთ/გრძნობს] [თქვენ/ის] წუხილს, ნერვიულობას ან შფოთვას? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. ყოველდღიურად

2. კვირაში ერთხელ

3. თვეში ერთხელ

4.  წელიწადში რამდენიმეჯერ

5. არასოდეს

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

 

  [იღებთ/იღებს] თუ არა [თქვენ/ის] მედიკამენტებს ამასთან დაკავშირებით?

 

1. დიახ

2. არა   (თუ “არასოდეს”ANX_1-ზე და “არა” ANX_2-ზე, გადადით DEP_1-ზე.)

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

 

   თუ  გაიხსენებთ  ბოლოს როდის[იგრძენით/იგრძნო] [თქვენ/მან] წუხილი, ნერვიულობა ან შფოთვა, როგორ [აღწერდით თქვენ/აღწერდა ის] ამ ემოციების დონეს? [იტყოდით/იტყოდა] რომ … [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. მცირე

2. ძლიერი

3. მცირესა და ძლიერს შორის

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

 

 

   რამდენად  ხშირად [გრძნობთ თქვენ/გრძნობს ის] დეპრესიას?  [იტყოდით/იტყოდა] რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. ყოველდღიურად

2. კვირაში ერთხელ

3. თვეში ერთხელ

4 წელიწადში . რამდენიმეჯერ

5. არასოდეს

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

 

    [იღებთ თქვენ/იღებს ის] მედიკამენტებს დეპრესიასთან დაკავშირებით?

 

1. დიახ

2. არა   (თუ “არასოდეს”DEP_1-ზე და “არა”DEP_2-ზე, გადადით შემდეგ ნაწილზე.)

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

 

DEP_3            თუ  გაიხსენებთ  ბოლოს როდის [იგრძენით/იგრძნო] [თქვენ/მან] დეპრესია, რამდენად   დეპრესიულად [გრძნობით თქვენ/გრძნობდა ის] თავს?  იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. მცირედ

2. ძლიერ

3. მცირესა და ძლიერს შორის

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

 

ტკივილი

 

ქვეყნის გადაწყვეტილებით წარმომადგენლებს შესაძლოა არ დაუსვან კითხვები ამ ნაწილიდან.

 

ინტერვიუერი: თუ რესპონდენტი გკითხავთ, უნდა უპასუხოს თუ არა ტკივილის შესახებ კითხვებს მედიკამენტების მიღების პერიოდში, თქვით: „გთხოვთ, უპასუხეთ იმ მედიკამენტის ეფექტის შესაბამისად, რომელსაც [თქვენ/იღებდით/ის იღებდა]“ 

 

PAIN_1          ბოლო 3 თვის განმავლობაში, რამდენად ხშირად [განიცდიდით/განიცდიდა] ტკივილს? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. არასოდეს (თუ “არასოდეს” PAIN_1-ზე, გადადით შემდეგ ნაწილზე.)

2. ზოგიერთ  დღეებში

3. დღეების უმრავლესობის მანძილზე

4. ყოველდღიურად

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

 

  თუ  გაიხსენებთ   ბოლოს როდის[განიცადეთ/განიცადა] [თქვენ/მან] ტკივილი, რამდენად [გტკიოდათ/სტკიოდა]? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. მცირედ

2. ძლიერ

3. მცირესა და ძლიერს შორის

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

 

დაღლილობა

 

ქვეყნის გადაწყვეტილებით წარმომადგენლებს შესაძლოა არ დაუსვან კითხვები ამ ნაწილიდან.

   ბოლო 3 თვის განმავლობაში, რამდენად ხშირად [გრძნობდით თქვენ თავს/გრძნობდა ის თავს] ძალიან დაღლილად ან გადაღლილად?

იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. არასოდეს (თუ “არასოდეს” TIRED_1-ზე, გადადით შემდეგ ნაწილზე.)

2. ზოგიერთ დღეებში

3. დღეების უმრავლესობის მანძილზე

4. ყოველდღიურად

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

 

TIRED_2        თუ  გაიხსენებთ   ბოლოს როდის [იგრძენით თქვენ/იგრძნო მან] დაღლა ან გადაღლა, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. დღის გარკვეული ნაწილი

2. დღის უმეტესი ნაწილი

3. მთელი დღე

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

 

TIRED_3        თუ  გაიხსენებთ ბოლოს როდის [იგრძენით თქვენ/იგრძნო მან] ასე თავი, როგორ აღწერთ დაღლილობის დონეს? იტყოდით, რომ… [წაიკითხეთ სავარაუდო პასუხები]

 

1. მცირედ

2. ძლიერ

3. მცირესა და ძლიერს შორის

7. პასუხის გაცემაზე უარის თქმა

8. არ ვიცი

 

 

 

მასალის წყარო:  Washington Group on Disability Statistics, Extended set on Functioning, https://www.washingtongroup-disability.com/fileadmin/uploads/wg/Documents/Questions/Washington_Group_Questionnaire__2_-_WG_Extended_Set_on_Functioning.pdf

 

გამოქვეყნდა COBERM - ის (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი), ევროკავშირისა (EU) და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე - გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ მიერ. გამოცემის შინაარსი წარმოადგენს ორგანიზაცია „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას და არცერთ შეთხვევაში არ უნდა იქნას აღქმული, როგორც EU-ის ან UNDP-ს მოსაზრება.“