ხანდაზმულთა სახლები წარსულში უნდა დარჩეს



ხანდაზმულთა სახლები წარსულში უნდა დარჩეს

 

სტატიის ავტორები: ჯერარდ ქუინი, ანა კემპბელი

მოხუცებს მორალური უფლება აქვთ იცხოვრონ საზოგადოებაში და გათავისუფლდნენ ინსტიტუციებისგან

 

    2020 წლის 8 მაისს ლეო ვარადკარმა სატელევიზიო შოუში „Late Late Show“ გამოთქვა აზრი, თუ რამდენად გონივრული იქნება მომავალში. მოხუცებულთა სახლებში ინვესტიციის განხორციელება.   მსოფლიოში ირლანდიის პრემიერ-მინისტრი   ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური ლიდერია, რომელსაც ტრადიციული წესებისგან  გაქცევის  უნარი აღმოაჩნდა.

 

  პრემიერ-მინისტრმა ეს მოსაზრება კოვიდ 19-თან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას გამოთქვა. კითხვა კი ასეთი გახლდათ:  ნანობს თუ არა პანდემიის დროს   ხელისუფლების რეაგირებასთან დაკავშირებით  რაიმეს?. როგორც ჩანს, კითხვაზე პასუხისას მისი გონება  იმ სამწუხარო რეალობას ვერ ცდებოდა, რომლის მიხედვითაც ირლანდიაში (და მთელ მსოფლიოშიც)  ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა  მოხუცებულთა სახლებში დაფიქსირდა. ასეთ ადგილებში ცხოვრება, თავისი არსით, ართულებს ფიზიკურ დისტანცირებას.  ძალიან რთულია ამ ადამიანებთან დაკავშირებული მომსახურე პერსონალის დაცვაც. ადამიანების ნებისმიერ ჯგუფთან  ცხოვრება, რომელიც დაავადებისთვის „მოწყვლად“ კატეგორიად  მიიჩნევა, პოტენციურად კატასტროფას ნიშნავს.

 

 პრემიერ-მინისტრმა მართებულად იმსჯელა იმ მომავალზე, როდესაც ჩვენ შეიძლება კიდევ ერთხელ  მოგვიწიოს დაფიქრება, თუ რამდენად გონივრულია ასეთი  გარემო და რამდენად გონივრულია მასში საზოგადოებრივი ინვესტიციის განხორციელება.

 

  პრემიერ- მინისტრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შეიძლება ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა ადამიანებს ისე დასჭიდეთ, როგორც ეს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში ხდება. 2011 წლიდან არსებული სახელმწიფო პოლიტიკა,  ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის  ხალხმრავალი საცხოვრებელი გარემოს გაუქმებას. ეს პროცესი,  ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ,უკვე 2011 წლიდან არსებობს ოფიციალური გადაწყვეტილება, იმის შესახებ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს - ასაკისა და შეზღუდული შესაძლებლობის სიმძიმის მიუხედავად, ხელი უნდა შეეწყოს იმაში საზოგადოებასთან ერთად იცხოვროს. უფრო მეტიც, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია ირლანდიის მიერ, ინსტიტუციურ დაწესებულებებს ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნევს.

 

პოპულარული არასწორი წარმოდგენის მიუხედავად, ბუნებრივი არ არის ხანდაზმული ადამიანების დაწესებულებაში მოთავსების პოლიტიკა   და  მისი თავიდან აცილებაც  სავსებით  შესაძლებელია.   უამრავმა ქვეყანამ უკვე  დაიწყო ხანდაზმული ადამიანების მთლიანად საზოგადოებაში ცხოვრების მოდელზე გადასვლის პროცესი. ხანდაზმულთა პოლიტიკის შესახებ ბოლო სამიტზე (2015 წელი), თეთრი სახლი რეკომენდაციით გამოვიდა, რომ  ხანდაზმულებზე „გრძელვადიანი მზრუნველობა“ პირველ რიგში უნდა გულისხმობდეს საზოგადოებაში რეინვესტირებას, რათა  საზოგადოებაში ცხოვრების შესაძლებლობა რეალური გახდეს.  1998 წლიდან ისრაელში მოქმედებს კანონი (law on the books), რომელიც ხანდაზმულ პირებს მხარდაჭერის მიღების სამართლებრივ უფლებას ანიჭებს, რათა განაგრძონ საკუთარ თემში ცხოვრება. ხოლო ავსტრალიის სამეფო კომისიამ ხანდაზმულთა მზრუნველობის ხარისხთან დაკავშირებით (the Australian Royal Commission on aged care quality) ბოლო პერიოდში გამოაცხადა დაწესებულებების ალტერნატიული ვარიანტების შესახებ წინადადებების მიღება - რაც ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება. შვედეთის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხანდაზმულ ადამიანებზე საზოგადოებაში მზრუნველობის იმპლემენტაციას თავისი წილი პრობლემები ახლავს,. მაგრამ, მთლიანობაში, ეს პრობლემები უკეთესია, ვიდრე ხანდაზმული ადამიანების ინსტიტუციურ გარემოში გამოკეტვა, რასაც პანდემიის შემთხვევაში აშკარა სისუსტეები ახასიათებს.

 

ხარჯეფექტურობა

   შეზღუდული შესაძლებლობისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ საბოლოოდ არ მომხდარა იმ წარმოდგენის უარყოფა, რომ ხანდაზმულ ადამიანთა დაწესებულებები „ბუნებრივია“.    ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ამ დაწესებულებების სასარგებლოდ ხარჯებსა და მათ ეფექტურობას უკავშირდება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ დიდი რაოდენობით პირდაპირ და არაპირდაპირ ინვესტირებულ  თანხებს (საგადასახადო შეღავათები, გრანტები და სუბსიდირება),  ცხადი  სულაც არ არის ასეთი დაწესებულებების ხარჯეფექტურობა.

  გამოცდილებების შედარება გვიჩვენებს, რომ თემის ჯანდაცვის ხარჯების მართვის საზღვრების შენარჩუნება შესაძლებელია, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდება (როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ხალხმრავალ გარემოში). დიდი ალბათობით, საჭირო გახდება პოლიტიკის ახალი დამხმარე ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს საზოგადოებაში ცხოვრება - მაგალითად შრომის კანონმდებლობის შერბილება,  მშობელზე ზრუნვის მიზნით მოქნილი სამუშაო საათების დაწესება  და ასევე ოჯახის უფრო არსებითი მხარდაჭერა. ეს ცალსახად ნიშნავს მზრუნველის  უფლებების გაზრდას პენსიაზე, რასაც რეალურად ითხოვს გაეროს სახელშეკრულებო ორგანო, რომელიც გენდერულ თანასწორობას  არეგულირებს (კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ).

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს მნიშვნელოვანი გამოხმაურება აქვს ევროპაში. მისი ერთ-ერთი კოლეგა, ევროპარლამენტის წევრი მაირედ მაკგინესი,  მთავარ როლს ასრულებდა 2013 წელს განხორციელებულ ღონისძიებებში,  რომელთა მიზანი იყო ევროკავშირის სტრუქტურული და საინვესტიციო სახსრების (ESIF) ძირითადი პრინციპების შეცვლა, რათა ევროკავშირის გადასახადების გადამხდელთა ფულის ხარჯვა მომხდარიყო ინსტიტუციონალიზაციის თავიდან აცილებასა და საზოგადოებაში ცხოვრების შესაძლებლობის განვითარებაზე. რაც მისი დიდი დამსახურებაა.

 

სწორი და ეფექტური

ხშირად ისე ესმით, რომ ESIF-ის დებულებები მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ეხება, მაგრამ რეალურად, ეს დებულებები ყველაზე, მათ შორის ხანდაზმულ ადამიანებზეც ვრცელდება. მართალია, რომ იყო პრობლემები. მართალია, რომ ზოგიერთი ქვეყანა ისე სწრაფად ვერ მიდის, როგორც სხვები. მართალია, ისევ აქვს ადგილი ზოგიერთი წესის ბოროტად გამოყენებას და საჭირო ხდება სასამართლო დავა. მაგრამ, განზრახვა - ევროკავშირის გადასახადების გადამხდელთა ფულის პოზიტიურად გამოყენება ჩვენი მოქალაქეებისათვის სრულიად ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად - სწორია მორალურადაც და ამავე დროს ეფექტურია ეკონომიკურადაც.

 

ამჟამად ევროკომისია, ევროპის ფარგლებში ახდენს სოციალური ინფრასტრუქტურისა და ESIF-ის ხარჯების დაფინანსების წესების შერბილებას, რათა წევრ სახელმწიფოებს მისცეს შესაძლებლობა რეაგირება მოახდინონ და  ეკონომიკური მდგრადობა აღადგინონ. მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა, რომ მზადაა მოახდინოს 160 მილიარდი აშშ დოლარის (146 მილიარდი ევროს) მობილიზება 15 თვის განმავლობაში კოვიდD-19-ზე რეაგირების დასაფინანსებლად. ევროპის საინვესტიციო ბანკმა მოახდინა 5,2 მილიარდი ევროს უზრუნველყოფა ევროკავშირის გარეთ გლობალური რეაგირებისთვის. არასოდეს ყოფილა უკეთესი შესაძლებლობა,  რათა დავრწმუნდეთ, რომ ფული მიდის იქ, სადაც ის რეალურად საჭიროა: მომსახურებების განვითარებისა და უფლებების დაცვის მიმართულებით, ადამიანების ინსტიტუციური დაწესებულებებიდან უსაფრთხო და მხარდამჭერ საზოგადოებებში სწრაფი გადაყვანისთვის.

 

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის მოსაზრებების შესაბამისად და ახალი მთავრობის მოლოდინში, ირლანდიას მართლაც შეუძლია უფრო პროაქტიური წვლილი შეიტანოს და უზრუნველყოს, რომ ESIF-ის სახსრებმა თავისი როლი შეასრულოს, რათა  ყველასთვის, მათ შორის ხანდაზმული ადამიანებისთვის შეიქმნას საზოგადოებაში ცხოვრების  არჩევანი. ირლანდია ასევე იმედოვნებს, რომ მოიპოვებს ადგილს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში. ჩვენც მოვუწოდებთ ირლანდიას, რომ საკუთარ თავზე აიღოს ლიდერის როლი და  გაეროს ხელშეკრულების ფარგლებში, ხელი შეუწყოს სტანდარტების დამკვიდრებას, დაიცვას ხანდაზმული ადამიანების  საზოგადოებაში ცხოვრების უფლება  რომელსაც უკვე დიდი ხანია ელოდება საზოგადოება. ეს აუცილებელია ეკონომიკის მდგრადი აღდგენისთვის.

 

ჯერარდ ქვინი არის ლუნდის უნივერსიტეტის ვოლენბურგის სამართლის კათედრის პროფესორი და ლიდსის უნივერსიტეტის მკვლევარი პროფესორი. ანა კამპბელი არის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციისა - „Validity”, რომლის მიზანია ინტელექტუალური და ფსიქოსოციალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტონომიის  და დეინსტიტუციონალიზაციის უფლებების ხელშეწყობა

სტატიის ორიგინალი წყარო: Irish times,  Nursing homes must be made a thing of the past,  https://www.irishtimes.com/opinion/nursing-homes-must-be-made-a-thing-of-the-past-1.4257422?mode=amp&fbclid=IwAR0UA3CNcN9atuYGHFXQZLYrWe05Lt4dCM_H1JVMtcDp268yDFSOqc3iCsg

 

 

 

გამოქვეყნდა COBERM - ის (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი), ევროკავშირისა (EU) და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე - გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ მიერ. გამოცემის შინაარსი წარმოადგენს ორგანიზაცია „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას და არცერთ შეთხვევაში არ უნდა იქნას აღქმული, როგორც EU-ის ან UNDP-ს მოსაზრება.“