ითვალისწინებს თუ არა სიღარიბის საზომის არსებული მიდგომები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს?



ითვალისწინებს თუ არა სიღარიბის საზომის არსებული მიდგომები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს?

ავტორი: ლენა მორონ ბენქსი.

 

შეზღუდული შესაძლებლობა და სიღარიბე მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან _ ერთი მეორეს ამძაფრებს [1-3]. ითვალისწინებს რა ამ ურთიერთკავშირს, საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის გათვალისწინების მნიშვნელობას სიღარიბის შემცირების სტრატეგიებში [3, 4]. მაგალითად, 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs), რომლებიც 193 ქვეყანამ მიიღო, მოითხოვს ყველა სამიზნისა და ინდიკატორის ჩაშლას შეზღუდული შესაძლებლობის მიხედვით. მათ შორისაა SDG 1, რომლის მთავარი აქცენტიც სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრაა[5]. შეზღუდული შესაძლებლობის  სტატუსის გათვალისწინება, პროგრესზე თვალყურის დევნებისას, უზრუნველყოფს შშმ პირების მიერ თანაბარი სარგებლის მიღებას სიღარიბის აღმოფხვრის სტრატეგიებიდან, რათა „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ [4, 6].

სიღარიბის და შეზღუდული შესაძლებლობის ცნებების განმარტება საკმაოდ რთულია. წინამდებარე ნაშრომში განხილულია სიღარიბის საზომი სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის, შშმ პირებში სიღარიბის უფრო კონკრეტულად ასახვისთვის გასათვალისწინებელი ფაქტორები.

 

ნაშრომი დაყოფილია ხუთ ნაწილად _ პირველია შესავალი, მეორე ნაწილში მოყვანილია შეზღუდული შესაძლებლობის ის განმარტება, რომლითაც ვხელმძღვანელობთ; მესამე ნაწილში საუბარია სიღარიბის რისკზე შშმ პირებში. რაც შეეხება მეოთხე ნაწილს, აქ მიმოვიხილავთ სიღარიბის საზომ მეთოდებს და მათ ძლიერ/სუსტ მხარეებს შშმ პირების სიღარიბის განსაზღვრის დროს. მეხუთე ნაწილში აღწერილია სიღარიბის ინდიკატორების შერჩევისას ყურადსაღები ფაქტორები, ხოლო მეექვსე ნაწილი ეხება შეზღუდულ შესაძლებლობას და სიღარიბეს მდგრადი განვითარების მიზნებში. მეშვიდე ნაწილი აკონკრეტებს შშმ პირების სიღარიბის განმსაზღვრელი კვლევის პრიორიტეტულ სფეროებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მსგავსად, სიღარიბეც რთული ცნებაა განსამარტად და გასაზომად. მისი ზოგადი განსაზღვრება შემდეგია: „სიღარიბე არის მდგომარეობა, რომელშიც ინდივიდებსა თუ შინამეურნეობებს აქვთ კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ნაკლებობა“ [15]. მიუხედავად იმისა, რომ აქცენტი კეთდება სიღარიბის შემცირებაზე, რაც  სოციალური და ეკონომიკური განვითარების ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკისა და პროგრამების ძირითადი მიზანია, კონსესუსი სიღარიბის დეფინიციისა და გაზომვის საუკეთესო წესზე ჯერჯერობით მიღწეული არ არის. სიღარიბის დონის გასაზომად გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი; თითოეულ მათგანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები.

სტატია სრულად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული ვორდის ფაილიდან.