შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებებსა და ფსიქიატრული მკურნალობის დაწესებულებაში



შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებებსა და ფსიქიატრული მკურნალობის დაწესებულებაში

წინამდებარე ანგარიში ასახავს პენიტენციურ დაწესებულებებში, არანებაყოფლობითი და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დაწესებულებასა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში1 მოცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას.

 

რეკომენდაციების შესრულების შემოწმების მიზნით, შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან.

 

ანგარიშში ასახულია 2014 წლის 4-12 დეკემბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და შპს „აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ განხორციელებული ვიზიტები, რომელთა მიზანი იყო 2014 წლის 21 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე პენიტენციურ დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის დაწესებულებაში შშმ პირთა მდგომარეობის მონიტორინგის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემოწმება.

ვიზიტების შედეგად დადგინდა, რომ მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ცვლილებებისა, სამწუხაროდ, რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეიმჩნევა და მთელ რიგ რეკომენდაციებთან მიმართებით არცერთი ღონისძიება არ გატარებულა.

 

სრული ანგარიში იხილეთ პედეეფ ფაილის სახით.